ფეხბურთი

1:40 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" სერია A-ში ბოლო 67 წლის განმავლობაში საუკეთესო სტარტი აქვს

„მილანი“ სერია A-ში დიდებულ გამოსვლას აგრძელებს და მეათე ტურში მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. სტეფანო პიოლის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ტორინო“ დაამარცხა.

„როსონერის“ ფეერიული ფეხბურთი არ უთამაშია და შესაძლოა ფრე უფრო ლოგიკური შედეგიც იყო, მაგრამ კლასის ხარჯზე ლომბარდიელებმა იმარჯვეს. გამარჯვების გოლი პირველ ტაიმში ოლივიე ჟირუმ გაიტანა.

ჟირუ მარიო ბალოტელის შემდეგ „მილანის“ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „სან სიროზე“ საწყის სამ მატჩში გოლი გაიტანა. „როსონერის“ 28 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ „ნაპოლის“ შეუძლია დაეწიოს, ამ ტურში „ბოლონიას“ თუ დაამარცხებს.

აღსანიშნავია, რომ „მილანს“ ასეთი კარგი სტარტი (10 მატჩი, 9 მოგება, 1 ფრე) ისტორიაში ერთადერთხელ, შორეულ წლებში, 1954-1955 წლების სეზონში ჰქონდა, როცა გუნდს ბელა გუტმანი წვრთნიდა.

სერია A-ს მეათე ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. აუტსაიდერთა დუელში „სალერნიტანამ“ ბოლო წუთზე გატანილი გოლით სტუმრად „ვენეციას“ 2:1 მოუგო, ხოლო „სპეციამ“ და „ჯენოამ“ ქულები გაიყვეს (1:1).

0.164872