ფეხბურთი

14:48 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამოსის პარიზული დებიუტი, შესაძლოა, „ლილთან“ მატჩში შედგეს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი, სერხიო რამოსი, ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებასთან ახოლსაა. დღეს, 26 ოქტომბერს, მან საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა - გვამცნობს Le Parisien.

წყაროს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ესპანელის დებიუტი სავარაუდოდ ფრანგული ლიგა 1-ის მე-12 ტურის „ლილთან“ მატჩში შედგება. რამოსსაც დიდი სურვილი ჰქონია მინდორზე დაბრუნებისა.

თუმცა, არ არის გამორიცხული, პარიზელთა დამრიგებელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ამ ჯერზე ესპანელს გაუფრთხილდეს და მომავალ კვირას „ლაიპციგის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ათამაშის.

შეგახსენებთ, რომ რამოსი პსჟ-ში გასულ ზაფხულს გადავიდა მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. თუმცა ახალი კლუბის მაისურით ჯერ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110197