სხვა

23:22 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეთიოპიელმა გიდიმ ნახევარმარათონში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ეთიოპიელმა ლეტესენბეტ გიდიმ, ვალენსიაში გამართულ ნახევარმარათონზე, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. დისტანცია მან საათში, ორ წუთსა და 52 წამში გაირბინა. ეს კი წინა რეკორდზე, რომელიც კენიელ რუთ ჩეპნგეტიჩს ეკუთვნოდა, წუთით და 10 წამით ნაკლებია.

„ეს ჩემი პირველი ნახევარმარათაონია და ძალიან მიხარია, რომ პირველივე გამოსვლაზე მსოფლიო რეკორდის დამყარება შევძელი. მადლობა ვალენსიას“, - განაცხადა 23 წლის გიდიმ, ვისაც მსოფლიო რეკორდები ასევე 5 000 მეტრზე (14:06.62) და 10 000 მეტრზე (29:01.03) ეკუთვნის.

პირველი 10 კილომეტრის შემდეგ, გიდი ჩეპნგეტიჩის რეკორდის გრაფიკს უკვე 35 წამით სჯობდა. და მან ეს ტემპი ბოლომდე შეინარჩუნა.

მამაკაცთა გარბენში, გამარჯვება კენიელმა აბელ კიპჩუმბამ მოიპოვა, ვინც ფინიში 58:07 წუთში გადაკვეთა. ეს კი მსოფლიოს ყველა დროის მეექვსე საუკეთესო დროა. მას მხოლოდ ორი წამით ჩამორჩა კიდევ ერთი კენიელი, რონექს კიპრუტო, მათი თანამემამულე დანიელ მატეიკო კი მესამე ადგილს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.161997