ფეხბურთი

17:54 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "იტალიაში მსაჯები დიდ პრობლემას წარმოადგენენ"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „უდინეზესთან“ (1:1) შეხვედრის შემდეგ მსაჯები გააკრიტიკა. იტალიელი სპეციალისტი ამ შეხვედრაში გააძევეს, რამაც როგორც ჩანს, მისი გაბრაზება გამოიწვია.

„არ ვიცი, რატომ გამაძევეს, მსაჯი ჩემთან მოვიდა, მაგრამ მე არაფერი მითქვამს. მსაჯების დიდი პრობლემაა, ეს ბატონები პრობლემას წარმოადგენენ. მათი დაცვა უნდა შეწყდეს, ისინი პროფესიონალები უნდა იყვნენ, როგორც ჩვენ და მედიასთან ისაუბრონ თავიანთ გადაწყვეტილებებზე. რატომ არ მოდიან და არ საუბრობენ მედიასთან, როგორც ჩვენ მატჩის შემდეგ? ისინი ამის გაკეთებაც არც აპირებენ და ეს პრობლემაა“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, ბერგამოს „ატალანტას“ სერია A-ში 15 ქულა აქვს და ამ დროისთვის მეექვსე ადგილზეა.

0.122785