ფეხბურთი

15:34 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის მორიგი საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მეათე ტურში საბა ლობჟანიძემ მორიგი საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის „ჰატაისპორი“ სტუმრად „კარაგიუმრუკს“ შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

სტუმრებმა ანგარიში 30-ე წუთზე აიუბ ელ კააბის გოლით გახსნეს, რაშიც ლობჟანიძის უდიდესი წვლილია. მაროკოელმა ქართველის პასით ცარიელ კარში გაიტანა. საბას დიდებული სეზონი აქვს და 9 მატჩში 3 გოლთან ერთად 5 საგოლე პასი მიითვალა. აღნიშნულ შეხვედრაში ჩვენებური 81-ე წუთზე შეცვალეს.

„კარაგიუმრუკმა“ წონასწორობა მალევე აღადგინა და მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა, ხოლო ვატო არველაძე მასპინძელთა განაცხადში არ იყო.

ლობჟანიძისა არ იყოს, „ჰატასისპორსაც“ შესანიშნავი სეზონი აქვს და 20 ქულით მეორე ადგილზეა, მხოლოდ „ტრაბზონსპორს“ ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი, 30 ოქტომბერს, „ბეშიქთაშს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125053