სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:10 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" 9-კაციანი "ბოლონია" ბოლოში გატეხა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში „მილანმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, ყოველშემთხვევაში მინიმუმ ერთი დღით.

სტეფანო პიოლის გუნდს ძალიან დიდი დანაკლისი აქვს, ზოგი ტრავმის, ზოგიც კორონავირუსის გამო აკლია, მაგრამ ეს მოედანზე არ ჩანს. „როსონერი“ სერია A-ში შეუჩერებელია და 9 მატჩიდან 8 მოიგო (ერთი ფრე). „მილანი“ ამჯერად „ბოლონიას“ ესტუმრა და დასაწყისშივე რაფაელ ლეაოს გოლით დაწინაურდა, რასაც მეოცე წუთზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვება მოჰყვა, რადგან „ბოლონიას“ ფეხბურთელი გაუძევეს.

შესვენებამდე სტუმრებმა ამით კარგად ისარგებლეს და მალევე მეორე გოლი გაიტანეს. მატჩი ბედი თითქოს გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისი საოცარი გამოდგა. კაცნაკლულმა „ბოლონიამ“ 3-წუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა! ჯერ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ავტოგოლი მიითვალა, მერე მუსა ბაროუმ წონასწორობა აღადგინა.

გოლიდან რამდენიმე წუთზე სინიშა მიხაილოვიჩის გუნდის მდგომარეობა დამძიმდა, რადგან კიდევ ერთი ფეხბურთელი, ამჯერად კაპიტანი რობერტო სორიანო გაუძევეს და „ბოლონია“ მოედანზე 9 კაცის შემადგენლობით დარჩა, თამაშის დასრულებამდე 35 წუთით ადრე! ცხადია, „როსონერიმ“ დიდი უპირატესობა მიიღო, რასაც კარგა ხანს ვერ იყენებდა, უფრო მეტიც, მარკო არნაუტოვიჩი მესამე გოლთან იყო ახლოს, მაგრამ მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა.

აი, 84-ე წუთზე კი მასპინძლები გატყდნენ და ბენასერმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. წერტილი ბოლო წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დასვა და „მილანმა“ 4:2 მოიგო, რის შედეგადაც 25 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია. ცნობისთვის, „როსონერიმ“ ისტორიაში მეორედ მოიგო 9 ტურში 8 მატჩი, პირველად ეს შორეულ 1954-1955 წლებში გააკეთა.

„სალერნიტანა“ – „ემპოლი“ 2:4 (0:4)

გოლები: 0:1 პინამონტი (2), 0:2 კუტრონე (11), 0:3 სტანდბერგი (13, ა.გ), 0:4 პინამონტი (45), 1:4 რანიერი (48), 2:4 ისმაილი (55, ა.გ)

„სასუოლო“ – „ვენეცია“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ოკერეკე (32), 1:1 ბერარდი (37), 2:1 ანრი (50, ა.გ), 3:1 ფრატეზი (67)

„ბოლონია“ – „მილანი“ 2:4 (0:2)

გოლები: 0:1 ლეაო (16), 0:2 კალაბრია (35), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (49, ა.გ), 2:2 ბაროუ (52), 2:3 ბენასერი (84), 2:4 იბრაჰიმოვიჩი (90)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113085
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X