ფეხბურთი

0:43 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ და „ლივერპული“ „აიაქსის“ ნახევარმცველისთვის იბრძოლებენ

„აიაქსის“ ნახევარმცველმა, რაიან გრავენბერხმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისურ პრემიერლიგაში გააგრძელოს. 19 წლის ნიდერლანდელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ დაინტერესდნენ - გვამცნობს Mirror.

წყაროს ინფორმაციით, „მანჩესტერი“ გრავენბერხის გადაბირებით ნახევარდაცვის გაძლიერებას ფიქრობს. „ლივერპული“ კი მას პსჟ-ში წასული ჟორჟინიო ვეინალდუმის შემცვლელად მოიაზრებს.

„აიაქსი“ კი ფეხბურთელის შენარჩუნებით ყოფილა დაინტერესებული და მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

გრავენბერხი „აიაქსის“ აღზრდილია და ძირითად გუნდში პირველად ის 2018 წელს გამოჩნდა. ამსტერდამულ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125666