ფეხბურთი

23:46 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „კამპ ნოუზე“ გამარჯვების დრო დადგა“

პრიმერა დივიზიონის მე-10 ტურის „ბარსელონა“ – „რეალის“ მატჩის წინ, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ცოტა ნერვიულობა და შიში ნორმალური განცდაა. თუ ლომს შეხვდებით და არ გეშინიათ, რადგან კატა გგონიათ, ეს ცუდია. შიში კარგი შეგრძნებაა.

მაგრამ თავდაჯერებულობა აუცილებელია. ვფიქრობ, საკმაოდ ძიერი გუნდი გვყავს. ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან ტექნიკურადაც, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.

საბედნიეროდ, თამაშის წინ არასოდეს არაფრის მეშინია. იმიტომ, რომ ცხოვრებაში გაცილებით მეტი ცუდი განცდები არსებობს, ვიდრე თამაშის წაგება.

მგონი „კამპ ნოუზე“ გამარჯვების დრო დადგა. მაგრამ ეს მხოლოდ სამი ქულა იქნება, ნებისმიერ მატჩში ყველა ქულისთვის ბრძოლაა საჭირო თუ ჩემპიონობა გვინდა.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს EPSN.

„ბარსელონა“ – „რეალის“ „კლასიკო“ კვირას, 24 ოქტომბერს გაიართება „კამპ ნოუზე“ და თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

0.115423