ფეხბურთი

15:02 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ჯერ მოტივირებული ვარ, რატომ უნდა დავტოვო პორტუგალიის ნაკრები?"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ასაკის მიუხედავად, მოტივირებულია და სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს. როგორც კრიშტიანუმ თქვა, ჯერ ენერგია აქვს და პორტუგალიის ნაკრების დატოვებაზე არ ფიქრობს.

„პორტუგალიის ნაკრების დატოვებაზე არ ვფიქრობ, ჯერ ჩემი დრო არ არის, ეს არ არის ის, რაც ხალხს უნდა და არც მე მინდა. პორტუგალიის ნაკრებიდან მაშინ წავალ, როცა ვიგრძნობ, რომ ვერ ვახერხებ სირბილს, დრიბლინგს, დარტყმას, თუ ენერგია არ მექნება. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაქვს, ამიტომ მინდა გავაგრძელო, რადგან ჯერ კიდევ მოტივირებული ვარ“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს და 182 მატჩში 115 გოლი აქვს გატანილი. სანაკრებო დონეზე მასზე მეტი გოლი ისტორიაში არავის გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10301