სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

12:41 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: დურანტის სამმაგი დუბლი, გაწითლებული "ლეიკერსი" და იოკიჩის 32 ქულა (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

NBA-ს მე-2 ტურში დღეს დილით 10 შეხვედრა გაიმართა. „ფილადელფიამ“ „ბრუკლინ ნეტსს“ უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით 109:114 დამარცხდა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და 3 პერიოდის განმავლობაში იგებდნენ კიდეც, თუმცა ბოლო მეოთხედი სტივ ნეშის გუნდმა 11 ქულის სხვაობით მოიგო და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომელმაც 29 ქულით, 15 მოხსნითა და 12 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. 33 წლის ლეგენდარულმა ფორვარდმა 6-დან 1 სამქულიანი, 14-დან 8 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

23 ქულა და 5 პასი ჰქონდა ლამარკუს ოლდრიჯს. ხოლო დამარცხებულტა რიგებში ყველაზე შედეგიანი სეტ კარი იყო, რომელმაც 23 ქულასთან ერთად 4 მოხსნა დააგროვა.

დურანტი და კამპანია შენდეგ შეხცვედრას 25 ოქტომბერს, „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

„დენვერ ნაგეტსმა“ კი „სან ანტონიო სპურსი“ მიიღო და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. მაიკლ მელოუნის გუნდი კარგ ფორმაშია და მისგან კარგ სეზონს უნდა ველოდეთ. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და გადაწყვეტი მე-3 მპერიოდი გამოდგა, რომელიც „დენვერმა“ 26:20 მოიგო, საერთო ჯამში კი 102:96 დასრულდა.

გამარჯვებულთა რიგებშ ნიკოლა იოკიჩს შედეგიანი მატჩი ჰქონდა. სერბმა ცენტრმა 32 ქულასთან ერთად 16 მოხსნა და 7 პასიც დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

„სან ანტონიოდან“ კი კელდონ ჯონსონი 27 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით გამოირჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ 5 საუკეთესო მექულეებში, 4 „სან ანტონიოს“ კალათბურთელი იყო.

„დენვერი“ მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს „კლივლენდ კავალიერსთან“ ჩაატარებს, „სან ანტონიო“ კი 24 ოქტომბერს სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსს“ შეხვდება. მატჩი 04:30 საათზე დაიწყება.

ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა ერთ-ერთმა ფავორიტმა „ლოს ანჯელეს“ ლეიკერსმა“. ფრენკ ვოგელის გუნდი შინ გასულ სეზონის ფინალისტ „ფინიქს სანსს“ შეხვდა და 105:115 წააგო.

ყველაზე შედეგიანი კვლავ ლებრონ ჯეიმსი იყო. 36 წლის ფორვარდმა 36:22 ქუთში 25 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასი გამოიმუშავა. ენტონი დევისს კი 22 ქულით, 14 მოხსნითა და 3 პასით ორმაგი დუბლი ჰქონდა.

ვიცე ჩემპიონთა გუნდიდან კრის პოლმა 23 ქულა, 5 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, დევინ ბუკეტს კი 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა.

ლეიკერსი 25 ოქტომბერს „მემფის გრიზლს“ უმასპინძლებს, „ფინიქს სანსი“ კი 24 ოქტომბერს „პორტლენდს“ ესტუმრება.

რაც შეეხება დანარჩენ შეხვედრებს:

„კლივლენდ კავალიერსი“ – „შარლოტ ჰორნეტსი“ 112:123

„ორანდო მეჯიქი“ – „ნიუ იორკ ნიქსი“ 96:121

„ბოსტონ სელტიკსი“ – „ტორონტო რეპტორსი“ 83:115

„ჩიკაგო ბულსი“ – „ნიუ ორლეანსი“ 128:112

„ჰიუსტონ როკეტსი“ – „ოკლაჰომა“ 124:91

„საკრამენტო კინგსი“ – „იუტა ჯაზი“ 101:110

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112492
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X