ფეხბურთი

21:43 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდეშმა შესაძლოა "ლივერპულთან" ვერ ითამაშოს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში ტრავმირებულია და შესაძლოა "ლივერპულთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

"ატალანტასთან" გამართულ შეხვედრა მძიმე აღმოჩნდა. ორი-სამი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული და მათ შორისაა ფერნანდეში. პორტუგალიელი მაქსიმალურად შეეცდება, რომ მზად იყოს "ლივერპულთან" შეხვედრისთვის." - ციტირებს Sky Sports-ი ულე გუნარ სულშერის სიტყვებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ლივერპულის" დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" 24 ოქტომბერს თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128137