ფეხბურთი

17:58 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "ლივერპულის" შეტევისგან თავის დაცვა ერთადერთი გზითაა შესაძლებელი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა იურგენ კლოპის განცხადებას უპასუხა, რომელმაც მოჰამედ სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ნორვეგიელის თქმით, მისთვის საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუა.

„მე ყოველთვის კრიშტიანუს მხარეს ვიქნები, ის უნიკალურია. მისი საგოლე რეკორდები წარმოუდგენელია, მაგრამ ახლა სალაჰს ნამდვილად ცეცხლი უკიდია. მის წინააღმდეგ მაქსიმალური ენერგიით უნდა ვითამაშოთ. მისი თამაშით უნდა დავტკბეთ, მაგრამ არა ამ კვირას.

მე „ლივერპულის“ შეტევის ხაზის დიდი გულშემატკივარი ვარ მანეს, ფირმინოსა და ჟოტასთან ერთად. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ჩვენი კარის მშრალად შენახვა“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 24 ოქტომბერს გაიმართება.

0.103761