ფეხბურთი

16:25 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" პაულო დიბალა დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

27 წლის ფეხბურთელმა ბოლო ერთი თვე ლაზარეთში გაატარა, ხოლო უკანასკნელ დღეებში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. სამხრეთამერიკელის მდგომარეობა გაუმჯობესდა და „ინტერთან“ მატჩისთვის გუნდთან ერთად ემზადება.

სავარაუდოდ, დიბალა უახლოეს შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, მაგრამ სათადარიგო სკამიდან თამაშში ჩართვა შეუძლია.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალას ყველა ტურნირზე 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გაიტანა. მან ბოლოს 26 სექტემბერს, გენუის „სამპდორიასთან“ ითამაშა და გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115377