ფეხბურთი

15:45 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა: "ლუკაკუ "ჩელსიში" გაორმაგებული ხელფასისთვის წავიდა"

„ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ რომელუ ლუკაკუს „ჩელსიში“ გადასვლაზე ისაუბრა. იტალიელმა მენეჯერმა პირდაპირ თქვა, რომ ბელგიელი ინგლისში ხელფასის გამო დაბრუნდა.

„ლუკაკუ 115 მილიონად გავყიდეთ და ჯეკო უფასოდ დავიმატეთ. მოედანზე ამ ორ ფეხბურთელს შორის ასეთი უფსკრული არ არის. ლუკაკუ ორჯერ მეტი ხელფასის გამო წავიდა. იტალიაში ასეთი თანხები უბრალოდ არ არის, არ შეგვიძლია ამხელა ინვესტიციების გაკეთება. 75 მილიონად ლუკაკუს შენარჩუნების უფლებას არ მომცემდნენ, ჩვენ ხარჯები უნდა შევამციროთ“, - თქვა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ „ინტერში“ 2019-2021 წლებში ითამაშა და 95 შეხვედრაში 64 გოლი გაიტანა.

0.109182