ფეხბურთი

1:18 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის 80 წუთი და "გენტის" მნიშვნელოვანი გამარჯვება კონფერენს ლიგაზე

უეფას კონფერენს ლიგის მესამე ტურში ბელგიური „გენტი“ ბელგრადში „პარტიზანს“ ესტუმრა და სვენ კუმსის ერთადერთი გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ბელგიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მე-80 წუთამდე ითამაშა, მაგრამ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღია. „გენტმა“ ამ გამარჯვებით 9 ქულა დააგროვა და იმავე „პარტიზანს“ 3 ქულით უსწრებს, შედეგად, პირველი ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა „სლოვანმა“ შინ გიბრალტარის „ლინკოლნი“ დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და მიმდინარე კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონის რიგებში შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანს“ 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ჩარმოჩება რა, ლიდერ პაოკ-ს 3 და „კოპენჰაგენს“ 2 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.176369