ფეხბურთი

22:30 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" მბაპეს დამატება სურს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე „ბარსელონას“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ინფორმაცია As-მა გაავრცელა.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, „ბლაუგრანა“ მზადაა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პსჟ-ს იანვარში 90 მილიონი ევრო და ბონუსი შესთავაზოს.

თუმცა, ფავორიტად მბაპესთვის ბრძოლაში ისევ მადრიდის „რეალი“ მიიჩნევა, რომელიც ტრანსფერთან ზაფხულშიც ახლოს იყო. თვითონ ფრანგი შემტევის დიდი ხნის ოცნებაა, რომ „სამეფო კლუბის“ მაისური მოირგოს.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 10 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

0.111413