ფეხბურთი

21:48 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფინეთთან წააგო

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრა ჩაატარა.

გიორგი ჩხაიძის გუნდმა თბილისში ფინეთს უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლი გაუშვა. ფინელები მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ იხეირეს და ქულები ადვილად მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებს ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 26 ოქტომბერს, სტუმრად სლოვაკეთთან ჩაატარებს.

საქართველო - ფინეთი 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 სალსტრომი (17), 0:2 ფრანსი (68), 0:3 ალანენი (71, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116741