ფეხბურთი

20:53 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სიმბოლური ნაკრები

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის დასრულების შემდეგ უეფამ სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც Fantasy Football-ის მიხედვითაა შედგენილი.

საუკეთესო 11-ეულში პოზიციების შესაბამისად მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც Fantasy Football-ში ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: ივო გრბიჩი (ლილი)

მცველები: სებასტიან კოატესი (სპორტინგი), ჟერარ პიკე (ბარსელონა), დელეი ბლინდი (აიაქსი), ჟორდი ალბა (ბარსელონა)

ნახევარმცველები: ჟორჟინიო (ჩელსი), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი), ლეროი სანე (ბაიერნი)

თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ნოა ოკაფორი (ზალცბურგი), ვინისიუსი (რეალი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113162