სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:20 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მორიგი გმირობა და გამოკვეთილი კონტურები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტური დასრულდა. მიუნხენის „ბაიერნი“ ისევ შთამბეჭდავია, „ბარსელონამ“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, კრიშტიანუ რონალდუმ კი კიდევ ერთხელ მოახერხა გმირობა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ მორიგი ქულები პირადად მოუტანა.

E ჯგუფი

კატალონიის „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად დაარტყა კარის ჩარჩოში, პირველად გაიტანა და პირველად მოიგო. დიახ, საწყის ორ ტურში „ბარსამ“ ამის გაკეთება ვერ მოახერხა, მაგრამ ამჯერად, შინ კიევის „დინამოსთან“, რომელიც ძალზე უსუსურად გამოიყურებოდა, 3 ქულა მიითვალა. მატჩის ბედი ჟერარ პიკემ გადაწყვიტა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა და „ბარსა“ ბრძოლაში დააბრუნა. ახლა კატალონურ გრანდს საკმაოდ კარგი შანსი აქვს ჯგუფიდანაც რომ გავიდეს.

მიუნხენის „ბაიერნზე“ ახალი რა უნდა ვთქვათ? ალბათ, ტურნირის მთავარი ფავორიტია, გადაუჭარბებლად. იულიან ნაგელსმანის გუნდმა ლისაბონში „ბენფიკას“ 4 უპასუხო გოლი გაუტანა. თუმცა, პორტუგალიელები მრისხანე მეტოქეს 70 წუთის განმავლობაში ავად თუ კარგად, უმკლავდებოდნენ. აი, ბოლო 20 წუთში კი 4 გოლი გაუშვეს და განადგურდნენ. ისიც სათქმელია, რომ მანამდე „ბაიერნს“ 2 გოლი არ ჩაუთვალეს.

მიუნხენური გიგანტი ჯგუფიდან პრაქტიკულად გასულია, თანაც პირველი ადგილით, რადგან 9 ქულა აქვს და ლისაბონის „ბენფიკას“ 5 ქულით უსწრებს, „ბარსელონას“ აქტივში 4 ქულაა, კიევის „დინამოს“ კი 1 ქულა აქვს.

„ბენფიკა“ – „ბაიერნი“ 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 სანე (70), 0:2 ევერტონი (80, ა.გ), 0:3 ლევანდოვსკი (82), 0:4 სანე (85)

„ბარსელონა“ – „დინამო კიევი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პიკე (36)

F ჯგუფი

„მანჩესტერ იუნაიტედს“ კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 4 ქულა პირადად მოუტანა თავის გუნდს. მეორე ტურში ზედ ბოლო წუთზე „ვილიარეალთან“ გაიტანა გამარჯვების გოლი, ახლა კი ბერგამოს „ატალანტასთან“ 81-ე წუთზე გადაწყვიტა მატჩის ბედი. არადა, იტალიელებმა დიდებულად დაიწყეს და პირველი ტაიმი „ოლდ ტრაფორდზე“ 2:0 მოიგეს. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერი“ შინ 0:2 ჩამორჩა. თუმცა, მეორე ტაიმში ჯერ მარკუს რაშფორდმა შეამცირა სხვაობა, მერე ჰარი მაგუაირმა გაათანაბრა და ბოლოს პორტუგალიელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მანჩესტერმა“ ზედიზედ მეორე მოიგო პრაქტიკულად ზღაპარში, მაგრამ ფაქტია მოიგო და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. „ვილიარეალმა“ სტუმრად „იანგ ბოიზთან“ გაისეირნა და 4:1 იმარჯვა, შედეგად, 4 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „ატალანტასთან“ ერთად იყოფს. შანსი შვეიცარიულ კლუბსაც აქვს, რომლის აქტივში 3 ქულაა.

„მანჩესტერი“ – „ატალანტა“ 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 პაშალიჩი (15), 0:2 დემირალი (29), 1:2 რაშფორდი (53), 2:2 მაგუაირი (75), 3:2 რონალდუ (81)

„იანგ ბოიზი“ – „ვილიარეალი“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 პინო (6), 0:2 ხ. მორენო (16), 1:2 ელია (77), 1:3 ა. მორენო (89), 1:4 ჩუკვეზე (90)

G ჯგუფი

ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა პირველად ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშისკენ. „რედ ბულმა“ გერმანულ „ვოლფსბურგს“ კითხვების გარეშე მოუგო და 7 ქულა დააგროვა, რაც სამ ტურში დიდებული შედეგია. თანაც, ავსტრიული გუნდი უახლოეს მდევარ „სევილიას“ უკვე 4 ქულით უსწრებს, რაც დიდი ფორაა. იმავე „სევილიამ“ კი მესამე ტურში მესამე ფრე ითამაშა და ამჯერად სტუმრად „ლილს“ უგოლოდ დაუზავდა.

„ზალცბურგი“ – „ვოლფსბურგი“ 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 ადეიემი (3), 1:1 ნმეჩა (15), 2:1 ოკაფორი (65), 3:1 ოკაფორი (77)

„ლილი“ – „სევილია“ 0:0 (0:0)

H ჯგუფი

პრაქტიკულად პლეი-ოფშია ტურინის „იუვენტუსი“, რომელმაც მიჯრით მესამედ იმარჯვა და ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი სტუმრად „ზენიტს“ ესტუმრა და დეიან კულუშევსკის გვიანი გოლით 1:0 მოიგო.

ტურინელებმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ იმარჯვეს, მათ შორის, მიჯრით მეოთხედ - 1:0. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, როგორც მოსალოდნელი იყო არ გასჭირვებია ლონდონის „ჩელსის“, რომელმაც „მალმიოს“ 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ინგლისურ გუნდს 6 ქულა აქვს, ხოლო „ზენიტის“ აქტივში 3 ქულაა და ჯერ შანსი არ დაუკარგავს, მაგრამ ის მიზერულია. აი, „მალმიო“ კი უქულოდ ბოლო ადგილზე უიმედოდ იმყოფება.

„ზენიტი“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კულუშევსკი (86)

„ჩელსი“ – „მალმიო“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 კრისტენსენი (9), 2:0 ჟორჟინიო (21, პენ), 3:0 ჰავერტცი (48), 4:0 ჟორჟინიო (57, პენ)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114955
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X