ფეხბურთი

13:52 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული ასოციაციები მუნდიალის ყოველ ორ წელში ჩატარების გამო ფიფას დატოვებას აპირებენ

ფიფა შესაძლოა ათზე მეტმა ევროპულმა ასოციაციამ დატოვოს. აღნიშნულის მიზეზი კი პროტესტია, რადგან ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას აპირებს.

AP News-ის ცნობით, ასოციაციებს უკვე გადაეცათ დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2026 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება იგეგმება. თუმცა, როგორც ჩანს, ყველა ქვეყანას ეს იდეა არ მოსწონს და ფიფას დატოვებაზეც კი ფიქრობენ.

შეგახსენებთ, 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 32-დან 48-მდე გაიზრდება, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ფიფამ ევროპულ ქვეყნებს ქვოტა არ მოუმატა და გუნდების რაოდენობის ზრდა ძირითადად, აფრიკისა და აზიის ხარჯზე მოხდა.

0.115398