ფეხბურთი

22:19 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" რონალდუს რეკომენდაციით ზიდანის მიწვევას აპირებს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ შესაძლოა ოლე გუნარ სულშერმა დატოვოს და ზინედინ ზიდანმა ჩაიბაროს. El Chiringuito-ს ინფორმაციით, „წითელი ეშაკები“ ფრანგი სპეციალისტის მიწვევით დაინტერესებულნი არიან.

წყაროს თანახმად, მანკუნიანელთა ხელმძღვანელობა ზიდანს კრიშტიანუ რონალდუს რეკომენდაციით დაუკავშირდა. როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელები მწვრთნელის ცვლილებას ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს გეგმავენ.

მანამდე თუ ოლე გუნარ სულშერის ხელში „მანჩესტერი“ შედეგებს არ გამოასწორებს, ნორვეგიელს ალბათ დაითხოვენ და ზიდანს დანიშნავენ, რომელიც ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა და ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110887