ფეხბურთი

21:47 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი კარაგერის კრიტიკაზე: "მისი აზრი არაფერს ცვლის"

„მანჩესტერ იუნიატედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ჯეიმი კარაგერის კრიტიკას გამოეხმაურა. როგორც ნორვეგიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „ლივერპულის“ ყოფილი მცველის აზრი არაფერს ცვლის და ის მუშაობას მშვიდად გააგრძელებს.

„მისი კრიტიკა ჩემზე გავლენას არ ახდენს. დროდადრო ვკითხულობ იმასა, რასაც ისინი ჩემზე წერენ, მაგრამ ამჯერად არა. არ მომისმენია კარაგერის სიტყვები, მას ალბათ უნდოდა „ლივერპულთან“ მატჩამდე ჩემთვის რაიმე ტკივილი მოეყენებინა.

მე მაქვს ჩემი ღირებულებები და მჯერა საკუთარ თავის. კლუბსაც ჩემი სჯერა და დარწმუნებული ვარ კარაგერის სიტყვები არაფერს შეცვლის“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა და ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103457