ფეხბურთი

18:45 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაზე ფიქრი ახლა არანორმალურია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კიევის „დინამოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდისთვის ამ ეტაპზე მეოთხედფინალში გასვლა ნორმალური მოთხოვნა არ არის.

„რა თქმა უნდა, ის გზა უნდა გავაგრძელოთ, რამაც „ვალენსიის“ დამარცხების საშუალება მოგვცა. გუნდმა კარგი დონე აჩვენა. აგრესიულად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეებზე ზეწოლა მოვახდინოთ. არის ასპექტები, რომლებიც უნდა გაუმჯობესდეს.

ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეები გაძლიერდნენ და ჩვენ არ ვართ კარგ პოზიციაში. არ ვიცი, ეს რატომ ხდება. არიან გუნდები დაბალანსებული შემადგენლობით, ნაკრებების 23 ფეხბურთელებით, ჩვენზე უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობით და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ან მეოთხედფინალში მოხვედრაზე ფიქრი ახლა ნორმალური არ არის. უბრაოდ ხვალ გამარჯვება უნდა დავგეგმოთ, ეს არის პირველი ნაბიჯი და თანდათან უნდა ვიმოძრაოთ“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში 0 ქულა აქვს და კარშიც არ დაურტყამს. კიევის „დინამოსთან“ მატჩი 20 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115879