ფეხბურთი

16:28 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მატჩი 15 ნოემბერს გაიმართება და საქართველო მასპინძელი იქნება, მაგრამ კონკრეტული ქაალქი ჯერ უცნობია.

საქართველოს ნაკრებისთვის 15 ნოემბრის სანაკრებო ფანჯარა თავისუფალი იყო, რადგან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 11 ნოემბერს, შვედეთთან მატჩით ასრულებს. ამრიგად, უზბეკეთთან სპარინგის დაგეგმვაც ამიტომ მოხერხებდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები სწორედ უზბეკებთან ტესტ-მატჩით დაასრულებს 2021 წლის კალენდარულ წელს, რადგან შემდეგ მარტამდე სანაკრებო ფანჯარა არ არის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108575