ფეხბურთი

15:26 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდულმა გრანდებმა „ზალცბურგის“ შემტევს დაადგეს თვალი

„ზალცბურგის“ თავდამსხმელი, კარიმ ადეიემი, მადრიდის „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ინტერესთა სფეროში მოექცა - გვამცნობს Sky Germany.

მადრიდული კლუბები გერმანელი ფორვადის თამაშს აკვირდებიან და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მის შეძენას შეეცდებიან.

წყაროს ცნობით, ადრე 19 წლის ფეხბურთელით „ლივერპული,“ „ინტერი“ და რამდენიმე გერმანული კლუბიც დაინტერესებულან.

მიმდინარე ავსტრიულ ბუნდესლიგაში ადეიემიმ 16 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

გერმანიის ნაკრებში კი სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთხელ გამოიჩინა თავი.

0.111417