ავტოსპორტი

3:31 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთში ფ1-ს ტანსაცმლის შეზღუდვებს უწესებენ

ფორმულა 1-ის წლევანდელ ჩემპიონატში პირველად გაიმართება საუდის არაბეთის დიდი პრიზი, რომელსაც ქალაქ ჯედას სანაპიროზე აშენებული ტრასა უმასპინძლებს. ტრასა ჯერ დასრულებული არც არის, ქვეყანამ კი გუნდებს უკვე დაუგზავნა საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის და ჩაცმის წესები, რომელთა დაცვაც მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც სავალდებულო იქნება.

გუნდების წევრებს, საზოგადოებაში ღია მხრებით და მუხლებით გამოჩენა ეკრძალებათ. ასევე რეკომენდებული არაა მოკლე სახელოების მქონე მაისურების ჩაცმა. შესაძლოა, გუნდების წევრებისთვის გამონკლისი მხოლოდ იმ შემთხვევისთვის დაუშვან, თუ ეს მათი საფირმო ფორმის ელემენტებს შეეხება. ოღონდ, გამონაკლისი მხოლოდ პადოკზე და იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ პერსონალი პადოკისკენ გადაადგილდება.

ჯედაში სარბოლო უქმეების მიმდინარეობისას, მამაკაცებს და ქალებს, შორტების ჩაცმა ეკრძალებათ. არადა, რბოლების დღეებში (3-5 დეკემბერი), 31 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი არაა უფრო მსუბუქად ჩაცმაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ფორმულა 1-ის გუნდებისადმი გაგზავნილი აკრძალვები, საუდის არაბეთში ისედაც მოქმედებს. იგივე აკრძალვები, ქვეყანაში საზოგადოებრივ ადგილებში მოქმედებს. უბრალოდ, ფ1-სთვის ეს სიახლეა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116845