ჩოგბურთი

2:39 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს ჯერ არ გადაუწყვეტია, ითამაშებს თუ არა ავსტრალიის ღიაზე

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევ საიდუმლოდ ინახავს ინფორმაციას საკუთარ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. და ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ითამაშოს თუ არა ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც მოქმედი ჩემპიონია.

შტატ ვიქტორიაში, სადაც ქალაქი მელბურნი მდებარეობს, კორონავირუსის გავრცელების ხელის შესაშლელად, მკაცრი წესები მოქმედებს. იქ პროფესიონალ ათლეტებს ვაქცინის მანდატი დაუწესეს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუ რა მოთხოვნები დაეკისრებათ უცხოეთიდან შესულ ათლეტებს.

„მე ჯერ არ ვიცი, მელბურნში წავალ, თუ არა. მე ჩემს სტატუსს ვაქცინაზე, არ გამოვაქვეყნებ. ჩავიტარე თუ არა აცრა, ეს პირადი საქმეა და ამ საკითხში ძიება უადგილოა. ხალხი ძალიან შორს წავიდა. თავისუფლად ეკითხებიან სხვებს და განსჯიან. არ მინდა, ამის გამო ვინმემ უპირატესობა მიიღოს“, - ამბობს სერბი ჩოგბურთელი.

ჯოკოვიჩცს სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული. მათ შორის, ბოლო სამ ტურნირზე გახდა ჩემპიონი. 34 წლის ჩოგბურთელს სულ დიდი სლემის ტურნირების 20 ტიტული აქვს მოპოვებული (ამდენივე აქვთ როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს). ამ სეზონში მან დიდი სლემის სამი ტიტული მოიპოვა და სეზონურ დიდ სლემთან ახლოს იყო, მაგრამ აშშ-ის ღიას ფინალში დამარცხდა.

ჯოკოვიჩი ამბობს, რომ პარიზის მასტერსზე, სეზონის დამამთავრებელ ATP-ს ფინალსა (ტურინი) და დევისის თასზე გამოსვლას გეგმავს. თუმცა ავსტრალიასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არ მიუღია.

„რა თქმა უნდა, ავსტრალიაში თამაში მინდა. ეს ხომ ჩემთვის ყველაზე წარმატებული დიდი სლემის ტურნირია. მე ეს სპორტი მიყვარს და ისევ მოტივირებული ვარ. ვიცი, რომ კოვიდთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, ბევრი შეზღუდვა იქნება, როგორც ამ სეზონში იყო. თუმცა ვეჭვობ, რომ მეტისმეტად ბევრი ცვლილებაც იქნება“, - ამბობს ჯოკოვიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116079