ფეხბურთი

14:44 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მოგებას ვიმსახურებდით"

იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „იუვენტუსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა უკეთ ითამაშა და გამარჯვებას იმსახურებდა.

„იუვენტუსშიც“ იციან, რომ ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით. შესანიშნავად ვითამაშეთ და მოედანზე საუკეთესო გუნდი დამარცხდა. ტურინში 3 წლის წინ მოვიგე („მანჩესტერთან“ ერთად), როცა მოგებას არ ვიმსახურებდით, ახლა კი ყველაფერი პირიქით მოხდა. მსაჯზე არ მინდა ვილაპარაკო და ყურადღებას ჩემი გუნდის თამაშზე გავამახვილებ. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და დასანანია, რომ მარცხი განვიცადეთ“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „რომას“ 8 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109909