ფეხბურთი

13:50 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს აგუეროს დამატება სურს და "ბარსელონას" გაცვას სთავაზობს

„პარი სენ ჟერმენმა“ და „ბარსელონამ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. El Nacional-ის ცნობით, ფრანგულ გუნდში სურთ, რომ სერხიო აგუერო დაიმატონ, ხოლო ესპანეთში მაურო იკარდი გაუშვან.

ლიონელ მესი აგუეროს მეგობარია და მასთან ერთად თამაში სურს, ეს სურვილი კი შესაძლოა პსჟ-მ შეუსრულოს. თავის მხრივ, კუნმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ „ბარსელონაში“ მესის გამო გადავიდა და მისთვის შოკი იყო ლეოს პარიზში გადასვლა.

უნდა აღინიშნოს, რომ მაურო იკარდისა და პსჟ-ს ურთიერთობაც მყარი არ არის, რამაც შესაძლოა ტრანსფერს ხელი შეუწყოს.

აქვე გეტყვით, რომ აგუეროს დებიუტი „ბარსელონაში“ გუშინ „ვალენსიასთან“ მატჩში შედგა, სეზონის სტარტი კი ტრავმის გამო გაუცდა.

0.154883