თამაშგარე

11:15 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მეძავთმოყვარული ანტონიო კასანო

აწუკვე ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და უკვე ორი შვილის მამამ ანტონიო კასანომ მართლაც რომ სისხლსავსე სპორტული კარიერა გავლო და ჯერ იტალიურ “რომაში“, შემდეგ კი ესპანურ მადრიდის “რეალში“ არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ვეტერანობის ჟამს კი მანაც დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც თავისი ხურუშიანობის ამბებზეც ისაუბრა.

კასანო მის მიერ დაწერილი წიგნის ფურცლებიდან გვიმხელს, რომ სანამ 25 წლის გახდებოდა, უკვე 700-მდე ქალთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა და ამ ქალების უმრავლესობა ჩვეულებრივი მეძავები იყვნენ, რომლებიც გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერ მკვეთრ და ხშირ შემთხვევაში რთულ მოძრაობაზე იყვნენ თანახმა.

იტალიელი შემტევი რა გასაკვირია, რომ ქალებში ძალიან პოპულარული იყო, თუმცა მისი თქმით ძალიან ეზარებოდა ახალ ასულებთან ურთიერთობისთვის საჭირო ერთგვარი რიტუალები, ზედმეტი ფამილარობა, არასაჭირო სიტყვების ბრახა-ბრუხი და სწორედ ამიტომაც არჩევდა იოლ და გამგებიან ხალხს - მეძავებს.

0.147023