სხვა

3:04 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფელიქსი - ლუისის ჯობნა ჩემი მიზანი არ ყოფილა

სახელოვანი ამერიკელი მორბენალი ელისონ ფელიქსი ამბობს, რომ კარლ ლუისის, როგორც ყველაზე ტიტიულოვანი ამერიკელი მძლეოსნის უკან ჩამოტოვება, მისი მიზანი არასდროს ყოფილა. თუმცა ამის მიღწევა მან ტოკიოს ოლიმპიადაზე შეძლო, სადაც მე-11 ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.

მსოფლიოს 13-გზის ჩემპიონმა, ტოკიოში 400 მეტრზე სპრინტში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 4x400 მეტრზე ესტაფეტაში კი, ამერიკის კვარტეტთან ერთად, ოქროს მედალი აიღო. შედარებისთვის, კარლ ლუისის ანგარიშზე 10 ოლიმპიური მედალია.

ქალთა სპორტის ფონდმა, ახლახანს ფელიქსი წლის საუკეთესო ქალ ათლეტად დაასახელა. ცერემონიაზე ფელიქსმა განაცხადა, რომ თავისი კარიერის იმ ეტაპზე იმყოფება, როცა მიღწეული უნდა შეაფასოს.

„საოცარია, იყო ყველაზე ტიტულოვანი ამერიკელი მძლეოსანი და უკან მოიტოვო თვით კარლ ლუისი. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა მისი გასწრება. უბრალოდ, დროთა განმავლობაში, აქამდე მოვედი. წარმოუდგენელია, მაგრამ ლუისთან ერთ კომპანიაში ვარ. ვფიქრობ, ეს ქალ ათლეტებს უჩვენებს, რომ ჩვენ ზღვარი არ გვაქვს“, - ამბობს 35 წლის ფელიქსი.

პირველი ოლიმპიური მედალი მან ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა. ეს იყო 200 მეტრზე სპრინტში მოპოვებული ვერცხლი. მომდევნო ოთხ ოლიმპიადაზე მან შვიდი ოლიმპიური ოქროს მოპოვებაც შეძლო.

2018 წელს ფელიქსს გოგონა, კემრინი შეეძინა. ამისთვის საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. და სპრინტერი კვლავ დაუბრუნდა არენას. ამან წინააღმდეგობა შეუქმნა - სპონსორებმა და მათ შორის „ნაიკმა“, ხელფასის შეკვეცა დაუპირეს. ფელიქსმა იბრძოლა და მიაღწია იმას, რომ „ნაიკმა“ პირობა დადო - არ შეუმციროს ანაზღაურება ორსულ ათლეტებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111193