ჩოგბურთი

1:57 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეილა ფერნანდესი ბილი ჯინ კინგის თასის ფინალში არ ითამაშებს

აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტმა, კანადელმა ლეილა ფერნანდესმა გადაწყვიტა, ბილი ჯინ კინგის თასის ფინლში, რომელიც პრაღაში გაიმართება, არ ითამაშოს. 19 წლის ჩოგბურთელმა, ფლეშინგ მედოუსზე სენსაციური გამოსვლის შემდეგ, პირველად ინდიან ველსზე ითამაშა, მაგრამ ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.

„ჩემთვის დიდი პატივია, როცა ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. კანადამ მე და ჩემს ოჯახს ბევრი შესაძლებლობა მოგვცა. ბოლო რამდენიმე კვირაში კი კანადის მხარდაჭერას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბილი ჯინ კინგის ფინალში არ ვითამაშო. ჩემ გუნდს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“, - განაცხადა ფერნანდესმა, ვინც აშშ-ის ღიას ფინალში, ბრიტანელ თანატოლ ემა რადუკანუსთან დამარცხდა.

ფერნანდესმა მარტში WTA-ს პირველი ტიტული მოიგო (მონტერეიში). აშშ-ის ღიაზე კი ტურნირი იმ მომენტში მოქმედ ჩემპიონ ნაომი ოსაკას, დიდი სლემის სამი ტურნირის ჩემპიონ ანგელიკ კერბერს და მსოფლიოს მეორე ჩოგან არინა საბალენკას დაატოვებინა.

ბილი ჯინ კინგის თასის ფინალი 1-6 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114986