ფეხბურთი

18:59 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "დღეისთვის ბენზემა საუკეთესოა და "ოქროს ბურთი" მას ეკუთვნის"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ „ოქროს ბურთი“ კარიმ ბენზემას ეკუთვნის. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მან მოედანზე ყველაფრის გაკეთება იცის და პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.

„წელს „ოქროს ბურთს“ ბენზემა იმსახურებს. ის საოცარი ფეხბურთელია და ჩემთვის პატივია, რომ მისი მწვრთნელი ვიყავი. კარიმმა იცის, როგორ გააკეთოს ყველაფერი მოედანზე. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, რომ „ოქროს ბურთს“ გადასცემენ. ახლა ბენზემა საუკეთესოა და მე ამ ჯილდოს მას მივცემდი“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, France Football-ი 2021 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობას 29 ნოემბერს დაასახელებს.

0.165598