ფეხბურთი

18:23 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლში" ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის 50 მილიონს გამოყოფენ

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალი ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ტრანსფერებისთვის 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბის ბოსები დიდძალი თანხის დახარჯვას პირდაპირ არ აპირებენ და ფიქრობენ, რომ ზამთარში 50 მილიონი საკმარისი იქნება გუნდის გასაძლიერებლად, რომ პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. გლობალური რესტრუქტურიზაციის დაწყებას კი მომდევნო ზაფხულს გეგმავენ.

შეგახსენებთ, „ნიუკასლ იუნაიტედისთვის“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და 7 ტურის შემდეგ 3 ქულით გასავარდნ ზონაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109725