ფეხბურთი

0:43 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ სულშერს არ გაათავისუფლებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა არ აპირებს მთავარი მწვრთნელის, ულე-გუნარ სულშერის თანამდებობიდან გათავისუფლებას - გვამცნობს The Athletic.

წყაროს ინფორმაციით, 48 წლის ნორვეგიელ სპეციალისტს კლუბში ენდობიან და ამიტომ პრემიერლიგის ბოლო სამ მატჩში ვერმოგების გამო, პოსტს არ დაატოვებინებენ.

მე-8 ტურში „მანჩესტერმა“ სტუმრად „ლესტერთან“ 2:4 წააგო და პრემიერლიგის ცხრილში მე-5 ადგილზეა.

0.109942