ფეხბურთი

23:46 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს კაცნაკლულნი ვიყავით“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრემიერლიგის მე-8 ტურში სტუმრად „ბრენტფორდთან“ გამარჯვების შემდეგ (0:1), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„მატჩის ბოლო 20 წუთი სათასო ჯახს გავდა. „ბრენტფორდს“ დასაკარგი არაფერი ჰონდა, საკუთარი მოტივაცია იპოვა და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს კაცნაკლულნი ვიყავით.

თანმიმდევრულობა გავაკლდა და დაცვას დიდ დროს ვანდომებდით. ალბათ მეტი უნდა გაგვეტანა.

კარგია ცხრილის სათავეში რომ ვართ, მაგრამ ბევრი გუნდები არიან ახლოს. ამიტომ ოქტომბერში ეს მთავარი არ არის“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

8 ტურის შემდეგ, 19-ქულიანი „ჩელსი“ კვლავ პრემიერლიგის ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110445