რაგბი

21:20 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შავი ლომის" გამარჯვება ბონუს ქულით

ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი მატჩი გამართა და თბილისში ისრაელის „თელავივ ჰითის“ უმასპინძლა. „შავი ლომი“ შესანიშნავად გამოიყურებოდა და სადებიუტო მღელვარების მიუხედავად მეტოქეს 33:10 აჯობა.

ქართველმა მორაგბეებმა ოთხი ლელო მიითვალეს, საიდანაც სამი აკა ტაბუცაძის ანგარიშზეა, ხოლო ერთი - შალვა მამუკაშვილის. გარდა ამისა, ქულები სოსო მათიაშვილმა და გიორგი ბაბუნაშვილმა მოიპოვეს.

საბოლოოდ „შავმა ლომმა“ მეტოქეს ბონუს ქულით მოიგო და ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. ლევან მაისაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს პენზის „ლოკომოტივთან“ 23 ოქტომბერს გამართავს.

თეგებიშავი ლომი
0.129761