ფეხბურთი

21:52 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა სალაჰს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა

პრემიერლიგის მე-8 ტურში „უოტფორდთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (0:5), „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავისი გუნდის შემტევს, მოჰამედ სალაჰს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. ეგვიპტელმა ხსენებული მატჩის 54-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა.

„სალაჰი? მისი დღევანდელი თამაში ფანტასტიკური იყო. ის საუკეთესოა და ამას ყველა ვხედავთ. აბა მითხარით ვინ არის მასზე უკეთესი? ახლა არ ვისაუბრებ იმაზე, მესის და რონალდუს რამდენი გაუკეთებიათ ფეხბურთისთვის, მაგრამ ახლა საუკეთესო სალაჰია“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BT Sport.

0.127599