ფეხბურთი

20:17 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ სტუმრად „ლესტერთან“ წააგო

პრემიერლიგის მე-8 ტურში, „ლესტერმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

ანგარიში მე-19 წუთზე სტუმარმა მეისონ გრინვუდმა გახსნა, 32-ზე „მელია“ იური ტილემანსმა გაათანბრა.

78-ე წუთზე უკვე მასპინძლები დაწინაურდნენ, თავი ჩეგლარ სეიუნჯუმ გამოიჩინა. თუმცა, ოთხიოდ წუთში მარკუს რაშფორდმა ისევ აღადგინა სტატუს ქვო.

მაგრამ წუთიც არ გასულიყო, რომ „თავისი“ ჯეიმი ვარდიმ გაიტანა. მსაჯის წამატებულ წუთებზე კი წერტილი პატსონ დაკამ დასვა - 4:2.

ახლა „მანჩესტერს“ 14 ქულა მოუგროვდა და მე-5 ადგილზეა, 11-ქულიანი „ლესტერი“ კი მე-11 საფეხურზე დგას.

კრიშტიანუ რონალდუმ 90 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110421