ფეხბურთი

16:11 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ სულშერს: "ყველა მატჩი ძირითადში უნდა ვითამაშო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ლივერპულის „ევერტონთან“ თადარიგში ყოფნით ძალიან უკმაყოფილო დარჩენილა. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, სანაკრებო პაუზის წინ პორტუგალიელი მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს ესაუბრა და უთხრა, თვითონ გადაწყვეტს, როდის არ იქნება ძირითად შემადგენლობაში.

„მზად ვარ ყველა თამაში ძირითადში ვითამაშო“, - უთქვამს რონალდუს ნორვეგიელი მწვრთნელისთვის.

The Sun-ის ცნობით, რონალდუ ძალიან იმედგაცრუებული დარჩა „ევერტონთან“ სათადარიგო სკამზე ყოფნით, ხოლო სულშერი ფიქრობდა, რომ „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ პორტუგალიელი გადაღლილი იყო. გამოცემა წერს, რომ რონალდუმ სულშერს ნათლად მიანიშნა, რომ მანჩესტერში ტიტულების მოსაგებადაა და უნდა, რომ ყველა მატჩი ძირითადში ითამაშოს.

როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუსა და ოლე გუნარ სულშერს პირველი ბზარები უკვე გაჩნდა. კლუბს და ფეხბურთელს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126148