ჩოგბურთი

15:40 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი: "არ მიკვირს, რომ ნახევარფინალში გავედი"

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მეოთხედფინალში მსოფლიოს მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასი 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ შედეგით გაკვირვებული არ არის, რადგან დიდი ხანია კარგად თამაშობს და პირველი ჩაწოდება გააუმჯობესა.

„ნახევარფინალში გასვლა ნამდვილად არ მიკვირს. დიდი ხანია კარგ ჩოგბურთს ვთამაშობთ. უბრალოდ აქამდე, პირველ ჩაწოდებაზე კარგად ვერ ვთამაშობდი და ვცდებოდი. ჩაწოდება ჩემი სუსტი წერტილი იყო, ბოლო დროს კი ძალიან მოვუმატე ამ კომპონენტში. ვფიქრობ, რომ ამიტომაც ვარ ნახევარფინალში. უკანა ხაზზე თავს კარგად ვგრძნობ, მშვენივრად ვთამაშობ“, - თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინდიან უელსის ნახევარფინალში ნიკოლოზი დღეს ამერიკელ ტეილორ ფრიტცს დაუპირისპირდება და კარიერაში პირველად მასტერსის ფინალში გასვლას ეცდება.

0.165411