ფეხბურთი

15:07 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრა მესიზე: "დავიღალე ყოველთვის მისი გამარჯვებით, წელს "ოქროს ბურთს" არ იმსახურებს"

„მანჩესტერ იუნაიტედის, „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგებას წელს ლიონელ მესი არ იმსახურებს. როგორც მან თქვა, მობეზრდა, რომ ყოველთვის მესი იგებს და წელს „ბარსელონაში“ მას არაფერი გაუკეთებია.

„ჩემი აზრით, „ოქროს ბურთი“ ჟორჟინიოს ან კანტეს უნდა გადაეცეს. მომბეზრდა იმის ნახვა, თუ როგორ გადასცემენ მას ყოველთვის ლეო მესის. ისინი ამას კოპა ამერიკის მოგებით გაამართლებენ? კი, მაგრამ სეზონის დანარჩენ ნაწილში, „ბარსელონას“ რიგებში რა გააკეთა? ეს უკვე საკმარისია“, - თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ France Football-ი „ოქროს ბურთის“ 2021 წლის გამარჯვებულის ვინაობას 29 ნოემბერს დაასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107672