კალათბურთი

10:45 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე საუკეთესო იყო - "პეისერსმა" ბოლო საგამოფენო მატჩი მარცხით დაასრულა (+VIDEO)

NBA-ს განახლებამდე ქართველი კალათბურთელების კლუბებმა ბოლო საგამოფენო შეხვედრები ჩაატარეს. გოგა ბითაძის "ინდიანა" პეისერსი" "კლივლენდ კავალიერსს" შეხვდა და 16-ქულიანი სხვაობით 94:110 დამარცხდა, თუმცა, 22 წლის ცენტრს საოცარი მატჩი ჰქონდა.

გოგა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მან პარკეტზე 23:28 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება მიითვალა და 18 ქულით კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ბითაძემ 7-დან 4 სამქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენებურზე მეტი სათამაშო დრო მხოლოდ 3-მა კალათბურთელმა მიიღო. ქართველ ცენტრს ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი მიუღია.

დამარცხებულთა გუნდში კი ყველაზე მეტი ქულა 26 წლის თურქმა ფორვარდმა - კედი ოსმანმა ჩააგდო. მან 14:41 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. 10-ქულიან ზღვარს კი ბითაძისა და ოსმანის გარდა კიდევ 6 კალათბურთელი გადასცდა. ხოლო ორმაგი დუბლი არცერთ მათგანს არ ჰქონია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, "კლივლენდმა" სოლიდური უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და ეს ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. (26:35, 21:25, 20:23, 27:27)

გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის პირველ ტურში ჩაატარებს, მისი მეტოქე კი "შარლოტ ჰორნეტსი" იქნება. მატჩი 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება. უშუალოდ პრე სეზონი კი "ინდიანამ" 2 გამარჯვებითა და 2 მარცხით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113