ფეხბურთი

11:18 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "მე სხვანაირ ფეხბურთზე ვარ შეყვარებული, დღეს კი მხოლოდ ფულზე გათვლილი შოუა"

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თანამედროვე ფეხბურთი დაიწუნა და როგორც აღნიშნა, მას სხვანაირი ფეხბურთი შეუყვარდა.

იტალიური გუნდის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მოქმედი კალენდრის გამო ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებთან ერთად უფრო მეტხანს ვარჯიშობენ, ვიდრე კლუბში.

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში გუშინდლამდე 12-13 ფეხბურთელით ვვარჯიშობდით, ასეთ დროს ძნელია შეაფასო გუნდის რაციონი, როდესაც ფეხბურთელები მთელი მსოფლიოს გარშემო არიან წასულები. ეს არის დღევანდელი ფეხბურთი, მე ის აღარ მეკუთვნის. ზოგიერთი ფეხბურთელი უფრო მეტად ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს, ვიდრე ჩვენთან. ეს აღარ არის ფეხბურთი, ეს შოუა, რომლის ყველა მონაწილე ფულის შოვნას ცდილობს. უკვე ბებერი ვარ ამ ფეხბურთისთვის, სხვანაირ ფეხბურთზე ვარ შეყვარებული“, - თქვა სარიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108201