სხვა

1:55 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიურისთან წაგების შემდეგ, უაილდერი ხელის ოპერაციას გაიკეთებს

ტაისონ ფიურისთან სატიტულო ბრძოლის ნოკაუტით წაგების შემდეგ, დეონტეი უაილდერი მარჯვენა ხელზე ოპერაციის გაკეთებას გეგმავს. სწორედ ხელის ტრავმა იყო იმის ძირითადი მიზეზი, რომ ლას ვეგასის ათლეტთა კომისიამ, WBC-ს ყოფილ ჩემპიონს, ექვსი თვით ბრძოლებში მონაწილეობა აუკრძალა.

ფიურიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სწორედ უაილდრის პირველად დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ამჯერად კი ტიტული დაიცვა. მესამე ბრძოლაში მან ამერიკელი ძირს სამჯერ დასცა და ნოკდაუნი თავადაც იგემა.

როგოც უაილდერის თანა-მენეჯერი შელი ფინკელი ამბობს, ყოფილ ჩემპიონს მარჯვენა ხელის ერთ-ერთი ძვალი აქვს გატეხილი და მის მოსაშუშებლად, მცირე ოპერაციული ჩარევაა საჭირო.

„მას ტკივილები დღესაც აწუხებს. ამ ტრავმის გამო, დეონტეის უკვე მესამე რაუნდიდან გაუჭირდა. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მესამე რაუნდიდან, ის ბალანსი აღარ ჰქონდა, რაც დასაწყისში“, - ყვება ფინკელი.

0.154397