ფეხბურთი

23:10 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალემაკერსმა "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ალექსის სალემაკერსმა "მილანთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სალემაკერსი "მილანმა" 2020 წელს "ანდერლეხტიდან" დაიმატა და მას შემდეგ ალექსისი "მილანის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ბელგიელმა "როსონერის" მაისურით 64 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.108885