ფეხბურთი

20:43 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ფერან ტორესი სამი თვე ვერ ითამაშებს"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევი ფერან ტორესი სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

"ტორესი ორთვენახევარი, სამი თვე ვერ ითამაშებს. ზინჩენკო და გუნდოგანი დაბრუნდნენ. ფერანის გარდა ყველა კარგადაა." - ციტირებს კლუბის ვებგვერდი ესპანელის სიტყვებს.

ტორესმა ფეხი ერთა A ლიგის ფინალში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში მოიტეხა. მიმდინარე სეზონში ტორესმა საკლუბო დონეზე შვიდი მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11228