ფეხბურთი

20:14 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" სტანიშიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველმა იოსიპ სტანიშიჩმა მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სტანიშიჩი "რეკორდმაისტერების" აკადემიას 2017 წელს შეუერთდა, 2021 წლის ზაფხულში კი იოსიპი პირველ გუნდში დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა რვა მატჩი ჩაატარა, ეროვნულ ნაკრებში კი იოსიპი ოქტომბერში გამოიძახეს და ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114554