ფეხბურთი

19:48 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მომავალ წელს "ჩელსის" ორი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

ლონდონის "ჩელსის" ორი ფეხბურთელი სესარ ასპილიკუეტა და ანდრეას კრისტენსენი "ბარსელონას" სამიზნე გახდნენ. როგორც Fichajes-ი იუწყება, ესპანური გრანდი 2022 წლის ზაფხულში აღნიშნული ფეხბურთელების დამატებას შეეცდება. ორივე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება.

დანიელი "ჩელსიმ" 2015 წელს დაიმატა "გლადბახიდან" და იმავე წელს გერმანულ კლუბში ორწლიანი იჯარის წესით დააბრუნა. 2017 წლიდან კი ანდრეასმა "არისტოკრატების" მაისურით 135 მატჩი ჩაატარა. ესპანელი კი ლონდონელებს 2012 წელს "მარსელიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 439 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099934