ფეხბურთი

19:20 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო მოჯი: "კალჩოპოლის შემდეგ თვითმკვლელობაზეც ვფიქრობდი"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ 2006 წლის საფეხბურთო სკანდალი გაიხსენა, როდესაც „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს, ხოლო მას საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს.

როგორც 82 წლის მოჯიმ განაცხადა, „კალჩოპოლის“ პერიოდში რამეზე ფიქრობდა, მათ შორის თვითმკვლელობაზეც, თუმცა მოძებნა საკუთარ თავში ძალა. მოჯიმ ისიც თქვა, რომ მაშინ საქმიდან სხვა გუნდები გააქრეს და მხოლოდ „იუვეს“ საქმე განიხილეს.

„ქუჩაში სიარული მრცხვენოდა და იმ მომენტში ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მათ შორის თვითმკვლელობაზეც. თუმცა, რელიგიამ მასწავლა, რომ ცხოვრება ბევრი რთული მომენტისგან შედგება, კარგით და ცუდით, უნდა გააგრძოლო ბრძოლა. ყველაზე უარეს მომენტში შინაგანი ძალა ვიგრძენი, რომელიც მეუბნებოდა, რომ უნდა მებრძოლა და მსოფლიოსთვის დამემტკიცებინა, რომ, რაც ითქვა, ტყუილი იყო. თითქოს ხის კენწეროში ვიჯექი და ყველა მზად იყო ჩემთვის ქვემოდან ესროლათ. პირველი 10 დღე საშინელი იყო. ტელევიზიები, რადიოები და გაზეთები გამუდმებით იმეორებდბენ, „სკანდალი ფებხურთში“ და ა.შ, მაგრამ მე არასდროს არაფრით მისარგებლია. ქურდის ბრალდებამ დამაზარალა. უნდა ითქვას, რომ თავს საკმაოდ სასოწარკვეთილად ვგრძნობდი, თითქოს თავზე არა კრამიტი, არამედ მთელი სახლი დამეცა.

მინდოდა გამეგო რა გავაკეთე, რადგან წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა. სხვა გუნდებიც ესაუბრებოდნენ მსაჯებს და მათ დამნიშვნელებს, მაგრამ საქმიდან ყველაფერი ამოიღეს, მხოლოდ „იუვე“ დატოვეს. მე დავამტკიცე, რომ არაფერი დამიშავებია. თუ არცერთი თამაში არ ჩაწყობილა და თუ ყველა მსაჯის გაამართლეს დე სანტისის გარდა, მაშინ ფეხბურთს რა ზიანი მივაყენე? ვინც კალჩოპოლის პროცესს უძღვებოდნენ, სხვა მოსამართლის წინაშე აუცილებლად წარსგდებიან. ღმერთთან - ის არის უზენაესი მსაჯული.

ფეხბურთი ჩემი გატაცება იყო და ის სუფთა სპორტია, სადაც გუნდი, რომელიც უკეთ თამაშობს, იმარჯვებს. თუ ჩვენ სკუდეტო შვიდჯერ მოვიგეთ, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი შედეგია, ნიშნავს, რომ შესაფერისი ფეხბურთელები შევიძინეთ, ზიდანიდან ნედვედამდე და კანავარომდე. ჩვენ არასდროს არავისთვის გვითხოვია თამაშის მოგება. ის „იუვე“ ჩემი შედევრი იყო. “, - თქვა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო მოჯი „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის პოსტზე 1994-2006 წლებში მუშაობდა, მერე კი საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალეს. აღსანიშნავია, რომ მის საქმეს სასამართლო ისევ განიხილავს და დიდი შანსია, რომ 15 წლის შემდეგ მოჯი უდანაშაულოდ სცნონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118349